- ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დროებით ვიზიტორებისთვის დაიკეტება. ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიზეზი ბაღში გეგმიური და ტექნიკური სამუშაოების განხორციელებაა.
“გაცნობებთ, რომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღში გეგმიური და ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო 26-27 დეკემბერს დროებით დაიკეტება ვიზიტორთათვის. ბოდიშს გიხდით აღნიშნული დისკომფორტისთვის და გმადლობთ თანადგომისთვის”.-ნათქვამია ინფორმაციაში.