- საქართველოში კორონავირუსის 1 661 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 841 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 69 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 32 741 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 421, „პისიარ“-ტესტით – 14 320.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,07%, ბოლო 14 დღის – 5,93%, ბოლო შვიდი დღის – 5,21%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 924 368 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 881 863 გამოჯანმრთელდა, 13 512 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 463 409 აცრა, დღიურად აცრილია 6 969.
კარანტინის რეჟიმშია 37, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 121 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 920 პირი.