- საქართველოში კორონავირუსის 1 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 127 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 45 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 22 001 ტესტი, მათ შორის 14 145 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 856 პისიარ ტესტით.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური 5,89%, ბოლო 14 დღის 6,93%, შვიდი დღის 6,39%.