- საქართველოში კორონავირუსის 3 542 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 234 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 64 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 57 978 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 34 558, „პისიარ“ ტესტით – 23 420.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,11%, ბოლო 14 დღის – 7,93%, ბოლო შვიდი დღის – 7,93%.
სულ ჩატარდა 2 300 323 აცრა, დღიურად აცრილია 11 184.
კარანტინის რეჟიმშია 37, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 164 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 174 პირი.