- ზუგდიდის საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან”, ირაკლი ლაგვილავამ საკრებულოს დეპუტატის მანდატი დატოვა. სხდომაზე მან უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართა წარმომადგენლობით ორგანოს.
“ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გუნდს, რომელმაც გამომიცხადა ნდობა. მე ვიქნები ამ გუნდის მხარდამჭერი. ვუსურვებ, კოლეგებს მათი საქმიანობა პირველ რიგში, წარმატებული იყოს მუნიციპალიტეტისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც მათ ნდობა გამოუცხადეს. მე დავესწრები დღევანდელ სხდომას. უკვე დავწერე განცხადება და მე ვტოვებ საკრებულოს. ძალიან მიმძიმს ამის თქმა, რადგან თითქმის შვიდი წელია საკრებულოშ ვარ. საღი აზრი ყოველთვის გაიმარჯვებს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ეყოლება ღირსეული თვითმმართველობა და თითოეული მოქალაქის საჭიროებაზე ორიენტირებული პოლიტიკოსები იქნებიან თვითმმართველობაში”.
ირაკლი ლაგვილავა წინა მოწვევის საკრებულოში ეკონომიკის და ურბანული განვითარების კომისიას ხელმძღვანელობდა.