- ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებულო დღეს პირველად შეიკრიბა. სხდომა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა გახსნა. შემდეგ კი გაუძღვა უხუცესი წევრი, დეპუტატი კონსტანტინე (თემური) უბერი.
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები სხდომაზე “თავისუფლება მიშას” წარწერიანი მაისურებით მივიდნენ და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრის “ნაციონალური მოძრაობიდან” ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნას.