- დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ იძულებით გადაადგილებულ პირებს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს.
დევნილთა სააგენტოში აცხადებენ, რომ პროგრამის მთავარ მიზანს წარმოადგენს დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის დასაქმების პერსპექტივის შექმნა.
მათივე ცნობით, პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება 15 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
„განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე მიმდინარეობს: თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა; გორი, სამების ქ. N1; რუსთავი, კოსტავას ქ. N20; ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106. განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც – info@idp.gov.ge“, – აღნიშნულია დევნილთა სააგენტოს ინფორმაციაში.