- ბიბისის ინფორმაციით, ავსტრია არავაქცინირებული პირებისთვის ლოკდაუნის ამოქმედებას გეგმავს.
გამოცემის ცნობით, ავსტრიის ჩრდილოეთით მდებარე პროვინციებში ორშაბათიდან ე.წ. ლოკდაუნის ამოქმედება იგეგემება, რაც გულისხმობს, რომ არავაქცინირებულები ან არასრულად აცრილი მოქალაქეები ვერ შეძლებენ განსაკუთრებული მიზეზის გარეშე სახლის დატოვებას, გარდა ისეთი მიზეზებისა, როგორიცაა სამსახურში წასვლა, საკვები პროდუქტების შეძენა ან სუფთა ჰაერზე სპორტული აქტივობა.