- ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 443 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 107 ახალი შემთხვევა. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 33 013 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 27699-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 482 პირი.