- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულს ახალი საექიმო ამბულატორია ექნება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოფლის ცენტრში არსებული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.