- მედიის ინფორმაციით, მსოფლიო პატრიარქი ბართლომე აშშ-ში ვიზიტის დროს ჯორჯ ვაშინგტონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურების ჩატარებამდე უწმინდესმა თავი შეუძლოდ იგრძნო ხანგრძლივი ფრენისა და გადატვირთული გრაფიკის გამო.
გამოცემის ინფორმაციით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, თუმცა ექიმების რეკომენდაციით, ღამე საავადმყოფოში გაატარა.