გრიპზე ვაქცინაცია დაწყებულია მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებისთვის


  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ კონკრეტულ რისკჯგუფებში შემავალ მოსახლეობას გრიპის ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდა.

გამყრელიძემ ის რისკჯგუფებიც ჩამოთვალა, რომლებიც სახელმწიფოს მიერ შესყიდულ ვაქცინებს უფასოდ მიიღებენ.

შაქრიანი დიაბეტის მქონე პირები, დიალიზზე მყოფი პირები, მოხუცთა და ბავშვთა სახლებში მყოფი პირები, საოჯახო ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები, C-ჰეპატიტის მქონე პირები, ორსულები, აივინფექციის მქონე პირები, 60 წლის ზემოთ ხანდაზმულები, პედაგოგები, ორგანოგადანერგილები, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი, ვეტერინარიისა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი, საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელები.

„ამ ეტაპზე ყველა ჩემ მიერ ჩამოთვლილ ჯგუფს, ბრძანების მიხედვით, შეუძლიათ პოლიკლინიკებში, თავიანთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სადაც გრიპზე იცრებიან, მივიდნენ და აიცრან“, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება სხვა პირებს, მათ ვაქცინა კერძო კლინიკებსა და ამცრელ პუნქტებში უნდა მოიძიონ. ამ დროის მონაცემებით, გრიპზე ვაქცინაცია შესაძლებელია „ჯიპისისა“ და „ევექსის“ კლინიკებში. ვაქცინის ღირებულება 80 ლარია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!