აფხაზეთში კორონავირუსის 152 ახალი შემთვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ოთხი პაციენტი


  • ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 577 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 152 ახალი შემთხვევა. 

დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 28 932 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა – 425, გამოჯანმრთელდა 24 067 მოქალაქე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

nineteen − seven =

Akismet ანტისპამი