- ამ წუთებში, ზუგდიდში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა, ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და სანთლები დაანთეს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას და ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას მე-11 მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატისთვის ხმების მოპარვაში ადანაშაულებს.