გადასწორებულმა ციფრებმა ცვლილებები გამოიწვია მე-12 უბნის შემაჯამებელ ოქმში


  • საიას მიერ წარმოდგენილი საჩივრების შედეგად, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ  განიხილა მე-12 უბნის შედეგები.

12-ე უბნის გადათვლის შემდეგ, გაბათილებული 26 ბიულეტენიდან 4 ხმა, „ენმ“-ის კანდიდატს ანზორ მელიას დაემატა და 296-ის ნაცვლად გახდა 300.

მე-12 საუბნო საარჩევნო კომისიის მერის საარჩევნო სისტემით კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, მიღებული ხმების რაოდენობაში გადასწორებული იყო “ქართული ოცნების” ხმათა რაოდენობა-234-ის ნაცვლად 334 ეწერა. საია ითხოვდა შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

3 × 4 =

Akismet ანტისპამი