საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს ონლაინ სწავლებაზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნებათ


  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – https://online.emis.ge

“ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.

ვინაიდან, უწყებათაშორისის საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი სასკოლო სივრცეში გაგრძელდება, გამონაკლისის სახით, მიმდინარე კვირას, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება 30 სექტემბრიდან 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით 00:00-23:59 საათის შუალედში. სწორედ ამ დროს იქნება ღია სარეგისტრაციო ველი”.-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!