- საქართველოში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 646 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 47 პაციენტი.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 6.85%, ბოლო შვიდი დღის – 6.44%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 602 065 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 570 443 გამოჯანმრთელდა, 8 711 კი გარდაიცვალა.