- ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველო 11 სექტემბერს, „წითელი ჯვრისგან“ 100 ათას დოზა „სინოფარმს“ მიიღებს.
“იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ირჩევს „სინოფარმს“, სასიხარულო ამბავი გვაქვს – მადლობა მინდა გადავუხადო „წითელ ჯვარს“, რომლისგანაც ჩვენ საჩუქრად 100 ათას დოზა „სინოფარმს“ შაბათს მივიღებთ, რაც მოგცემს საშუალებას ორშაბათიდან კვლავ განახლდეს „სინოფარმზე“ როგორც რეგისტრაცია, ასევე რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია. ჩვენ კვლავ ვრჩებით ვაქცინაციის მიწოდების კომპონენტში ფართო ასორტიმენტით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.