- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 5 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 314 104 აცრა ჩატარდა.
4 სექტემბერს აიცრა 22 733 პირი. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 362 608 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 29.4 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 475 748, რაც მოზრდილი მოსახლეობის 16.7 პროცენტს შეადგენს.