- პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მორიგი შეწყალების აქტი გამოსცა და სამი მსჯავრდებული შეიწყალა.
მსჯავრდებულები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას დღეს, 28 აგვისტოს დატოვებენ.