- აფხაზეთში ჩატარდა 391 ტესტი. აქედან გამოვლინდა კორონავირუსის 97 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა ადამიანი 90, გარდაიცვალა 3 პაციენტი.
გუდაუთის კოვიდკლინიკაში მოთავსებული 37 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ასევე მძიმეა სოხუმის საავადმყოფოში 12 ადამიანის მდგომარეობა.
ამ დროისთვის, სულ დადასტურებული 23 652 შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულია 19 207, გარდაცვლილია 345 პაციენტი.
დღეს, აფხაზეთში 100 ადგილიანი სამხედრო საველე ჰოსპიტალი მოეწყობა. ჰოსპიტალი რუსეთის ფედერაციამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის თხოვნით გამოაგზავნა.