- სახელმწიფო რმწუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში კორონავირუსით გარდაიცვალა 4 პაციენტი.
გარდაცვლილებიდან 3 ზუგდიდის მცხოვრები იყო, ერთი კი 38 წლის მამაკაცი – ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტი.
ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
გამოვლინდა ინფიცირების 5 359 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 726 პირი.