- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 407 ადამიანი გამოიკვლიეს. მათგან ვირუსი 86-ს დაუდასტურდა.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის კოვიდკლინიკაში 167 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 32-ის მდგომარეობა მძიმეა.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 42 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 15, გაგრის კლინიკაში 42, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 26 პირი მკურნალობს, ხოლო ტყვარჩელში 13.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კორონავირუსი 22 974 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია 326 პირი, გამოჯანმრთელდა 18 265 მოქალაქე.