- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 12 აგვისტოდან ქალაქის, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იცვლება და ცალმხრივი ხდება.
ავტომობილები ცენტრალური მოედნიდან, თაბუკაშვილის ქუჩიდან, გამსახურდიას კვეთამდე იმოძრავებენ ცალმხრივად. ასევე, კედიას ქუჩიდან გამსახურდიას გამზირამდე გადაადგილება იქნება ცალმხრივი.
კოსტავას ქუჩიდან, გამსახურდიას გამზირამდე, მძღოლები იმოძრავებენ ცალმხრივად.
ავტომობილები თაბუკაშვილის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩის მიმართულებით შეძლებენ გადაადგილებას.