- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში იმყოფება 186 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 27 ადამიანი.
ფოთის კლინიკაში იმყოფება 61 კოვიდპაციენტი.
სენაკის კლინიკა “სენამედში’ იმყოფება 12 კოვიდ პაციენტი.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა 28 პაციენტი.
სენაკი ლაზიკა მედი – 59 პაციენტი, მათ შორის მძიმე 1 და საშუალო სიმძიმის 45 პაციენტი.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 134 მოქალაქე.
ამავე ინფორმაციით, რუხის კლინიკაში კორონავირუსით გარდაიცვალა 2 პაციენტი, 68 წლის ინფიცირებული მამაკაცი ოკუპირებული ტყვარჩელიდან იყო, 73 წლის მამაკაცი კი, გალიდან.