- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 385 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ვირუსის 136 ახალი შემთხვევა.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე – ღამეში 4 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან 3 გუდაუთის საავადმყოფოში, 1 კი სოხუმის ინფექციურში.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით Сovid-19 სულ 21 061 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია – 289, გამოჯანმრთელდა 16763 მოქალაქე.