- დღეს, ვლაქერნობის დღესასწაულს, ადგილობრივი მედია საპროტესტო მაისურით გააშუქებს. მაისურზე ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ფოტოა გამოსახული-პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ნაცემი ოპერატორი, ამიერიდან, თითოეული ჟურნალისტისთვის გახდება სიმბოლო, ჯავშანი და გაფრთხილება,-რომ მედია, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაცული უნდა იყოს ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლენისგან, რომ უპირველესად, საზოგადოების და სახელმწიფო ინსტიტუციების ნება უნდა იყოს მისი დაცვა.
ფოტო: “ზუგდიდელები”
5 ივლისს ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ათეულობით ჟურნალისტის მიმართ, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, განხორციელდა ძალადობა, მათ შორის იყო ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ამ შემთხვევიდან მალევე გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდოდ, ოპერატორის გარდაცვალება გამოიწვია ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირებამ.
ფოტო ჟურნალისტ ნანა ხუბუტიას ფეისბუქვერდიდან