- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, იწყება ასტრაზენეკას მეორე დოზაზე რეგისტრაციის პროცესი.
ცენტრის ცნობით, თავად აცრის პროცესი დაიწყება 12 ივლისს.
“რეგისტრაცია შეუძლია ყველას პირველი დოზიდან 4 კვირის შემდეგ. აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.
რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ლინკზე:www.fb.com/ncdcgeorgia/videos/230677695266796“-ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის კიდევ 43 200 დოზა დღეს ჩამოვიდა.