ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იმყოფება


  • ისრაელის ელჩს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებებლი კონსტანტინე კაკავა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია შეხვდნენ.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პოტენციალი, თანამშრომლობის შესაძლებლობები, კულტურული ურთიერთობები და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო საგანმანათლებლო პროგრამებს. კონსტანტინე კაკავამ და მამუკა წოწერიამ საქართველოსა და ისრაელის ისტორიულ- კულტურულ ურთიერთობებსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ისრაელის ელჩის ვიზიტი ზუგდიდში დიდი პატივია.

მამუკა წოწერიამ ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანიობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისარაელის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. საუბარი შეეხო რეგიონის ტურისტულ პოტენციალსაც.

რან გიდორის განცხადებით, ისრაელის საელჩო ყურადღებით ადევნებს თვალს რეგიონში არსებულ ვითარებას, მისი თქმით სამეგრელოს აქვს პოტენციალი რომ მეტად განვითარდეს.

შეხვედრის დასასრულს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ისრაელის ელჩს სიმბოლური საჩუქარი გადასცეს.

ვიზიტის ფარგლებში, რან გიდორი რამდენიმე ობიექტს ეწვევა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!