- ავსტრიის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადაცემული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 5 000 დოზა თბილისშია. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი ავრცელებს.
“ახლახანს დაეშვა თბილისის აეროპორტში ვენა-თბილისის რეისი, რომელითაც ავსტრიის მიერ საქართველოსათვის საჩუქრად გადაცემული 5000 დოზა ასტრა ზენეკას ვაქცინა ჩავიდა! დიდი მადლობა ავსტრიის მთავრობას – ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს, ამ დახმარებისა და სოლიდარობისათვის! ეს მეგობრობის მნიშვნელოვანი ჟესტია, რასაც ძალიან ვაფასებთ”- წერს ქეთევან ციხელაშვილი ფეისბუქზე.