- სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ 2 პირი დააკავა.
მედიის ინფორმაციით, დაკავებულები მამა-შვილი 65 წლამდე და 35 წლის მამაკაცები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სქესობრივი დანაშაულისთვის პოლიციამ დააკავა ორი პირი და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.