გაერო – მსოფლიოში რეკორდულად გაიზარდა ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც საცხოვრებლის დატოვება კონფლიქტების, ძალადობის და დევნის გამო მოუწიათ


  • „კოვიდ-19“-ის პანდემიის მიუხედავად, მსოფლიოში ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც საცხოვრებლის დატოვება კონფლიქტების, ძალადობის და დევნის გამო მოუწიათ, რეკორდულად არის გაზრდილი, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტო ავრცელებს.

გაერო-ს მონაცემებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი გაორმაგდა, რაც ნიშნავს, რომ დედამიწის მოსახლეობის ერთ პროცენტზე მეტი დევნილია. მხოლოდ 250 000-მა ლტოლვილმა შეეძლო სამშობლოში დაბრუნება და მხოლოდ 34 000-მა შეძლო განსახლება მესამე ქვეყნებში.

გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის განცხადებით, მხოლოდ დროის საკითხია, როდესაც მსოფლიოში დევნილთა რიცხვი 100 მილიონს გადააჭარბებს.

პანდემიის შედეგად, მსოფლიოში უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ადამიანების რიცხვი 119 მილიონიდან 124 მილიონამდე გაიზარდა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!