- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაიცვალა ორი პაციენტი.
ამავე ინფორმაციით, სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 15 952 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 15 134 მოქალაქე, კორონავირუსით გარდაცვლილია 241 ადამიანი.