ზუგდიდელი გიორგი ხვიჩია უნგრულ სტუდენტურ ცხოვრებაზე


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხ ზუგდიდელ ახალგაზრდას დაუფინანსა საზღვარგარეთ სწავლა, მათ შორის ერთ-ერთი სტუდენტია გიორგი ხვიჩია. გიორგი მეორე წელია სწავლობს უნგრეთში, დებრეცენის უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე. მუშაობს სამაგისტრო ნაშრომზე “ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მუშაობის ანალიზი ავიაციის ინდუსტრიაში”.

გიორგი ხვიჩია: “-დავამთავრე ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლა. ახლა, ვიმყოფები უნგრეთში, კერძოდ ქალაქ დებრენცენში. ვარ მშენებელ-ინჟინერი, ამჟამად, ვსწავლობ მაგისტრატურაზე საინჟინრო მენეჯმენტის ფაკულტეტზე”.

-რატომ აირჩიე მშენებელ-ინჟინერის პროფესია?

– ბავშვობიდანვე მიზიდავდა ხაზვა და გამაჩნდა ინტერესი მშენებლობის კონსტრუქციებისა და მშენებლობის პროცესის მიმართ. მენეჯმენტის განხრით იმიტომ გადავწყვიტე გამეგრძელებინა სწავლა, რომ შემდგომში შედარებით მაღალი პოზიციიდან შევძლო მშენებლობის მართვა, რათა განვახორციელო ჩვენებური ხედვები, რომელიც მჯერა, რომ გაზრდის მშენებლობის ხარისხს და შეამცირებს დროსა და ხარჯებს.

-გიორგი, ელოდი თუ არა სტიპენდიის მოპოვებას?

-დიახ, მქონდა დაფინანსების მოლოდინი, რადგან მოთხოვნილ პირობებს ვაკმაყოფილებდი და ასევე, მაქვს მაღალი აკადემიური მაჩვენებელი. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო მერიას მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის.

– შენი უნგრული სტუდენტური ცხოვრება

 -უნგრეთში კორონავირუსის გამო, დაწესებული იყო რიგი შეზღუდვები, მაგრამ ახლა თითქმის ყველა შეზღუდვა მოიხსნა და დავუბრუნდით ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ზოგადად, სტუდენტობიდან გამომდინარე, აქ ცხოვრების უმეტეს ნაწილს შეადგენს ლექციები, საველე პრაქტიკები, მეცადინეობა და ნაწილობრივ სხვადასხვა სოციალური ღონისძიებები.

-როგორია შორიდან დანახული საქართველო?

-მონატრებული სამშობლოს მიმართ, სენტიმენტალურმა გრძნობებმა იმატა. მომენატრა ხალხი, ღირშესანიშნავი ადგილები, და ზოგადად ქართული გარემო.

-სწავლის გარდა, დისტანციურადაც მუშაობ…

დიახ. კერძო პირებს და კომპანიებს ვუწევ, ხოლმე, კონსულტაციას. ვეხმარები საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო  დოკუმენტაციების მომზადებაში.

-სამომავლო გეგმები…

-ვაპირებ, დავბრუნდე და ვიმუშაო საქართველოში, ამჟამად, მაქვს რამდენიმე კომპანიისგან შემოთავაზება და განხილვის პროცესში ვარ. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ჩემი ოჯახის წევრებს გვერდში დგომისთვის.

მასალა მოამზადა ხატია წყაროზიამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!