ზუგდიდში ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნაცატუს ადმინისტრაციულ ერთეულში, 1300 გრ/მ საავტომობილო გზაზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოების პროცესს ადგილზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, კონსტანტინე კაკავა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო.

როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელმა, კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის პრიორიტეტად რჩება, სოფლებში პირველადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მისი განახლება და გათანამედროვება, რათა სოფლად მცხოვრებლებს შეეძლოთ მარტივად გადაადგილება, ჰქონდეთ სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ყოველივე ეს აისახება მათ, როგორც სოციალურ ისე ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ნაცატუს უახლოეს მომავალში საკვანძო, პირველადი ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული ექნება. საავტომობილო გზასთან ერთად სოფელში მოწყობილია წყალმომარაგების ქსელი. სამუშაოების დასრულების შემდგედ ადგილობრივები მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობას შეძლებენ.

ნაცატუში, გზის სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოყოფულია 300 000 ლარი და მას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!