საქართველოში კორონავირუსის 1 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 1 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 002 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 32 930 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 831, „პისიარ“ ტესტით – 10 099.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 345 196 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 328 620 გამოჯანმრთელდა, 4 804 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 143 970 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 056.

კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 707 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 631 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

three + 15 =

Akismet ანტისპამი