- საქართველოში კორონავირუსის 1 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 821 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 456 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 054, „პისიარ“ ტესტით – 9 404.
კარანტინის რეჟიმშია 91, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 094 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 673 პირი.