- საქართველოში კორონავირუსის 1 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 135 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 29 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 564 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით-10 888, „პისიარ“ ტესტით-14 676.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური-4,16 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,26 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,13 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 335 769 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 316 389 გამოჯანმრთელდა, 4 569 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 105 500 ადამიანი, დღიურად აცრილია – 3 613.
კარანტინის რეჟიმშია 99, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 261 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 705 პირი.