საქართველოში კორონავირუსის 968 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 968 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 903 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 742 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 308, „პისიარ“ ტესტით – 11 434.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,08 პროცენტი, ბოლო 14 დღის-4,96 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის-3,9 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 330 375 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 308 821 გამოჯანმრთელდა, 4 442 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ აცრილია-88 522 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 130.

კარანტინის რეჟიმშია 67, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 331 ადამიანი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 668 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

three + 5 =

Akismet ანტისპამი