- იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, ზუგდიდში მდებარე სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორიას თანამედროვე აღჭურვილობა გადაეცა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მოსახლეობას, გააკეთოს ლაბორატორიული სინჯები და მიიღოს ხარისხის სერტიფიკატი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგრანტო დაფინანსების მოცულობა – 69 500 აშშ დოლარს შეადგენს.
პროექტის გახსნის ღონისძიებას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, იაპონიის ელჩი იმამურა აკირა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დაესწრნენ.
იაპონიის ელჩი ენგურის ხიდზე იმყოფებოდა, სადაც საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითრებას გაეცნო.