გარემოს ეროვნული სააგენტო-სამეგრელო-ზემო სვანეთში მდინარის წყლის დონის საზომი მოწყობილობა დააზიანეს


  • გარემოს ეროვნული სააგენტო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებული სასიცოცხლო მნიშვნელობის ავტომატურ სადგურებზე მოსახლეობის მხრიდან გახშირებული ვანდალური ფაქტების გამო.

უწყების ცნობით, სადგურების დაზიანების ფაქტები, ძირითადად, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში ფიქსირდება.

“აღნიშნული სადგურების ფუნქციონირება ემსახურება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას. ავტომატური მოწყობილობების საშუალებით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება მონაცემები სხვადასხვა მდინარის წყლის დონეების მატების და მიმდებარე ტერიტორიაზე მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობის შესახებ. სადგურებიდან მიღებული ინფორმაციით, ასევე, ხდება მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ძირითადი მახასიათებლების დადგენა, რომლის საბოლოო მიზანს გრძელვადიან პერსპექტივაში ადგილობრივი მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა წარმოადგენს. სადგურები, ძირითადად, განთავსებულია დაუსახლებელ ადგილებზე და მდინარეების მიმდებარედ. შესაბამისად, კომუნიკაციების არ არსებობის გამო, რთულდება მათი სრულყოფილი დაცვა. სადგურების დაზიანებით გამოწვეული ფინანსური ზარალი ათეულობით ათას ლარს აღემატება. თითოეულ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგეტოს მიმართვის საფუძველზე, აღძრულია სისხლის სამართლის არაერთი საქმე. სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, შეწყვიტოს ვანდალიზმი”.-ნათქვამია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!