ევროკომისიის რეკომენდაცია – კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ ტურისტებს ევროპაში მოგზაურობის უფლება უნდა ჰქონდეთ


  • ევროკომისიის რეკომენდაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ ტურისტებს მოგზაურობის უფლება უნდა ჰქონდეთ. ამის შესახებ საუბარია ევროკომისიის მიერ 3 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

ეს არის პირველი შემთხვევა, პანდემიის დაწყების შემდეგ, როდესაც ევროკომისია აძლევს რეკომენდაციას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, მიიღონ ის მოქალაქეები, რომელთა მოგზაურობა გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს.

ევროკომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპაში მოგზაურობა დაშვებული უნდა იყოს იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესებულია და ასევე იმ პირთათვის, ვისაც ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინა აქვთ გაკეთებული. ამასთან, მოგზაურობის ნებართვა შესაძლოა, გავრცელდეს იმ პირებზეც, ვინც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ვაქცინით არის აცრილი.

ამასთან, ევროკომისიაში გამოდიან რეკომენდაციით, რომ კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ამოქმედდეს მექანიზმი, რომლითაც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა კონკრეტული სახელმწიფოებიდან მოგზაურების მიღების შეზღუდვა დროულად შეძლონ.

ევროკომისიის რეკომენდაციას 4-5 მაისს ევროპული საბჭო განიხილავს. მას შემდეგ, რაც საბჭო ამ რეკომენდაციას დაამტკიცებს, მისი შესრულება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე იქნება დამოკიდებული.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!