საქართველოში კორონავირუსის 1 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 1 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 1 160 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 024 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 185, პისიარტესტით – 17 839.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,94 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,54 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,72 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 308 834 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 289 976 გამოჯანმრთელდა, 4 095 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 43 568 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 767.

კარანტინის რეჟიმშია 217, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 765 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 718 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

seventeen − seventeen =

Akismet ანტისპამი