გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში არარეგისტრირებული 4 სახერხი საამქრო გამოავლინეს


  • ლენტური ტიპის სახერხი საამქროები გამოვლენილია წალენჯიხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების სოფლებში: მიქავაში, სალხინოში, ლეცავესა და ინჩხურში.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სახერხი საამქროების ტერიტორიებიდან ამოღებულია 28 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი მორი და 2 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი.

უწყების ცნობით, ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცადას სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

2 × four =

Akismet ანტისპამი