ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 48-ე ადმინისტრაციულ ერთეულს ცენტრამდე განახლებული გზა დააკავშირებს


  • 2 სოფელში, ცვანესა და ხეცერაში, სადაც ცენტრამდე მისასვლელი გზა ავარიულ მდგომარეობაში იყო,  სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცვანეს ადმინისტრაციულ ერთეულში, ერგეტის ცენტრიდან ცვანეს ცენტრამდე და ცვანეს ცენტრიდან ანაკლიის ზღვის სანაპირომდე გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია ადგილზე  გაეცნო.

გზასთან ერთად მოეწყობა მიერთებები, საგზაო ნიშნები და ეზოებში შესასვლელები.

სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 388 000 ლარს შეადგენს.

ცვანესა და ხეცერაში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 48-ვე ადმინისტრაციულ ერთეულს ცენტრამდე განახლებული გზა დააკავშირებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!