“ახალი სახეების” ახალი სახე


    ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახლგაზრდობის სასახლემ, დღეს,  ბავშვთა თვითმმართველობა ,,ოდაბადეს” პროექტ ,,ახალი სახეების”  ტრადიციული სამშაბათის შეხვედრები განაახლა. პროექტი ახალი ფორმატით წარსდგა საზოგადოების წინაშე -ამიერიდან, ის იქნება ,,ოდაბადესა” და ჟურნალისტთა კლუბ ,,სარკმელის” ერთობლივი პროექტი, რომელიც ახალი კომპონენტებით შეივსება.

დღეს ,,ახალი სახეების” ახალი სახე აბასთუმნის მეათეკლასელი მარიამ მითაგვარია იყო – თავისი გულწრფელი ლექსებით და მუსიკალური ჩანართებით. მისი ლექსები აუდიტორიის წინაშე წაიკითხეს მისმა მეგობრებმაც. შეხვედრაზე თავისი ახალი ლექსებით წარსდგნენ ახალგაზრდა პოეტთა ასოციაციის წევრებიც.

დასასრულს, მარიამმა ჟურნალისტთა კლუბის  ,,სარკმელის” წევრების შეკითხვებსაც უპასუხა


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!