- დღეს, 18 მარტს ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა.
ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო პორტალი “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
როგორც ექიმები საუბრობენ 30 წლამდე ქალის მდგომარება რთულია. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს.
ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც ადგილზე “სამხრეთის კარიბჭეს” განუცხადეს, ქალი ცუდად ვაქცინის გაკეთებიდან 15 წუთში გახდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.