- წუხელ ქვეყნის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” განცხადებას ავრცელებს.
“საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის “მესხეთი” გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს. ამ ეტაპზე ხორციელდება მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის აღდგენა.
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს შეფერხების გამო”, – ნათქვამია ელექტროსისტემის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.