Facebook-ი გეგმავს, ავტორიზაციის მიღებამდე ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ჩანაწერი მონიშნოს


  • კომპანია Facebook გეგმავს სოციალურ ქსელში ავტორიზაციის მიღებამდე ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ჩანაწერი მონიშნოს. ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზად კომპანიაში ყალბი ახალი ამბების გავრცელების შეჩერებას ასახელებენ.

მათი თქმით, მხოლოდ თებერვალში Facebook-სა და Instagram-ზე 2 მილიონზე მეტი პოსტი წაიშალა, რომლებიც კორონავირუსისა და ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციას შეიცავდა.

ამას გარდა, Facebook-მა იმ ადამიანებს, რომლებიც მსგავს ცრუ ინფორმაციას ხშირად ავრცელებენ, ჩანაწერების გამოქვეყნების უფლება დროებით შეუზღუდა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

thirteen − 12 =

Akismet ანტისპამი