2 – 3 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტმა საერთაშორისო ფესტივალს “სიმღერა სამეგრელოზე” წელს მეშვიდედ უმასპინძლა.
ფესტივალში მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლები და ესტრადის ცნობილი მომღერლები.
მოეწყო სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი წიგნებისა და კომპაქტ დისკების პრეზენტაცია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 9 მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიერ ხობის თეატრის მიმდებარე ხეივანში მოეწყო ეთნო-კუთხე, სადაც მოწვეულ სტუმრებს შეეძლოთ გაცნობოდნენ რეწვის ნიმუშებს, მხატვრულ ტილოებს, ხელოვნების ოსტატებს და ტრადიციულ კუთხურ სამზარეულოს.
.